არჩილ თალაკვაძე: „გირჩი“ და „მოქალაქეები“ ღიად ამბობდნენ, რომ ხელისუფლება მზად იყო შეთანხმებისთვის – ამ ხალხის სიმართლე დასაფასებელია
“ბოლო დიალოგის შემდეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა, ბევრი რამ შეიცვალა, გამოქვეყნდა საზოგადოებრივი აზრის კვლევები, სადაც ჩანს, რომ საზოგადოება ბოიკოტს მხარს არ უჭერს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მათი მხარდამჭერებიც კი არ უჭერენ მხარს იმ გაკოტრებულ დესტრუქციულ გეგმას, რომელსაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი თავს ახვევდა მთელს ოპოზიციას, რომ ცვლილებები და გადაწყვეტილებები პარლამენტის გარეთ და საარჩევნო ყუთის ავლით მიღებულიყო. ეს გეგმა არის გაკოტრებული და ამას სწორად ხედავს გიორგი ვაშაძე და მისი სხვა კოლეგები. „გირჩი“ და „მოქალაქეები“ ღიად ამბობდნენ, რომ ხელისუფლება მზად იყო შეთანხმებისთვის. ამიტომ, ამ ხალხმა სიმართლე თქვა და ეს დასაფასებელია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.