შეერთებული შტატები შავ ზღვაში უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში სამხედრო გემების გაშვების შესაძლებლობას განიხილავს. ამ გზით მოხდება იმის დემონსტრირება, რომ, მზარდი რუსული აგრესიის ფონზე, აშშ უკრაინას მხარს უჭერს.
ამის შესახებ CNN-თან საუბარში შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა.
მისი თქმით, შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები მუდმივად მოქმედებენ, თუმცა, ახლა სამხედრო გემების განთავსება მოსკოვისთვის კონკრეტული სიგნალი იქნება.
მონტროს 1936 წლის კონვენციის თანახმად, აშშ-მა შავ ზღვაში შესვლამდე 14 დღით ადრე უნდა გააკეთოს განაცხადი.
ჩინოვნიკის თქმით, აშშ-ის საჰარო ძალები აგრძელებენ შავი ზღვის ტერიტორიაზე სადაზვერვო ფრენების განხორციელებას რუსეთის სამხედრო-საზღვაო საქმიანობის მონიტორინგისთვის.
გუშინ ორმა ამერიკულმა ბომბდამშენმა მისია ეგეოსის ზღვაზე განახორციელა.
როგორც მაღალჩინოსანი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ამჟამად ვერ ხედავენ რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებაში შემტევი ქმედების პოზას, “თუ რამე შეიცვლება, ამისთვის მზად იქნებიან”.