9 აპრილი ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა
9 აპრილი ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
ამის შესახებ “კვირას” ონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“8 აპრილს მოეწყო ამ დღისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ფილმის ბოლოს მონაწილეებმა ყვავილებითა და ანთებული სანთლებით 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან გადაინაცვლეს და პატივი მიაგეს თავისუფლებას შეწურული გმირების ხსოვნას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი – დავით ჩიკვაიძე, მოადგილე – ეკა მაისურაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის მოსწავლეები. მოსწავლეებმა სიმღერებით კიდევ ერთხელ პატივს მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას
9 აპრილს კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილების თაიგულებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი.
19. 00 საათზე გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება კონცერტი სახელწოდებით – “ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.