ირაკლი კობახაძემ, თბილისის მერსა და საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 1989 წლის 9 აპრილს სამშობლოს თავისუფლებისთვის ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
რუსთაველის გამზირზე ირაკლი კობახიძე პარტიის გენერალურ მდივან კახა კალაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.