მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – პროკურატურა გირაოს ითხოვს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმებისა და ექთნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
პროცესზე პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეული ბრალდებულისთვის 5 000-5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
ამასთან, საქართველოს პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს – ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს – თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.