ბიძინა კულუმბეგოვი: “ჩეკ ლისტში”, რომელსაც იმუნიზაციაზე მისული ყველა ადამიანი ავსებდა, ცვლილებები შევა

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ​”ჩეკ ლისტში”, რომელსაც ყველა იმუნიზაციაზე მისული ადამიანი ავსებდა, ცვლილებები შევა და რამდენიმე სიღრმისეული კითხვა დაემატება.

“ამ გადაწყვეტილების შემდეგ რას გააკეთებენ 55 წლამდე ადამიანები, რომლებიც სამედიცინო პერსონალი იყო, ეს რამდენიმე კვირაში იქნება გადაწყვეტილი, როდესაც სხვა ვაქცინები იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ ველოდებით აპრილის ბოლოს “კოვაქსის” მიერ დათქმულ 89 ათას დოზა “ასტრაზენეკას” ვაქცინას, ქვეყანას აქვს “სინოფარმის” ვაქცინა, “სინოვაკისგანაც” იქნება 100 ათასი დოზა და, შესაბამისად, აპრილის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი ბევრი სხვადასხვა ვაქცინა. ამასთან, ჩვენ იმ “ჩეკ ლისტში”, რომელსაც იმუნიზაციაზე მისული ყველა ადამიანი ავსებდა, შევიტანთ ასევე ცვლილებებს, სადაც იქნება რამდენიმე სიღრმისეული კითხვა, რომელიც სისხლის შედედების სისტემის პრობლემებთან ასოცირებულ უკვე ცნობილ დაავადებებზე იქნება ან სხვა რისკ ფაქტორების გათვალისწინებაზე და ასეთის დაფიქსირების შემთხვევაში მათ მიეცემათ რეკომენდაცია. იმუნიზაციის ბრიგადა შედგება სამი პერსონისგან – რეგისტრატორი, ექიმი და აცრის მედდა და “ჩეკ ლისტის” შევსების შემდეგ ექიმი გადაწყვეტს, გაუკეთოს იმ დღეს აცრა პაციენტს თუ გაუშვას სპეციალისტთან”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები