იაგო ხვიჩია: იმდენ პოლიტიკოსს დაუდასტურდა კორონავირუსი, რომ ან ცუდად იცავენ თავიანთ შემოღებულ რეგულაციებს, ან იცავენ და ეს რეგულაციები პირიქით, ზიანს აყენებს მათ

“ოცნების” იმდენ პოლიტიკოსს დაუდასტურდა კორონა, რომ ან ცუდად იცავენ თავიანთ შემოღებულ რეგულაციებს, განსაკუთრებით – ე.წ. კომენდანტის საათს, ან იცავენ და ეს რეგულაციები პირიქით, ზიანს აყენებს მათ”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

“შეთქმულების თეორია. (არაკი) იმდენ ქ. ოცნების პოლიტიკოსს დაუდასტურდა კორონა (სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მათ), რომ ან ცუდად იცავენ თავიანთ შემოღებულ რეგულაციებს (განსაკუთრებით – ე.წ. კომენდანტის საათს) ან იცავენ და ეს რეგულაციები პირიქით, ზიანს აყენებს მათ.

მე არცერთი და არც მეორე ვერსიის დაჯერება არ მინდა, ამიტომ, ორი კარგი შეთქმულების ისტორია მაქვს:

პირველი.

,,ქოცები,, უბრალოდ დაიღალნენ, ქვეყანაში მიმდინარე დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისისგან, ზოგადად, ამ ყველაფრისგან და ერთმანეთს ენაცვლებიან.

ხუმრობა საქმე ხომ არ არის ნოემბერში გასარკვევი საქმის აპრილის ბოლომდე ვერგარკვევა?

ამაში საკუთარი მაგალითითაც დავრწმუნდი.

დასვენება სჭირდება ხალხს.

კრიტიკად რო არ ჩამომართვას ვინმემ, ამ ვერსიაშიც მე მათი მესმის.

ვისთვისაც ეს შეთქმულება დაუჯერებელია და ფიქრობს, რომ შეუძლებელია, ვინმე ავადმყოფობას იტყუებოდეს, მათთვის ოდნავ ადაპტირებული ვერსიაც მაქვს.

მეორე ვერსია.

პირველი ნაწილი, ,,ქოცების,, დაღლის შესახებ აქაც იგივეა, რადგან ამის უარყოფა შეუძლებელია.

როგორც გითხარით, ეს ძალიან ბუნებრივი ამბავია და, რაც უნდა პოკერფეისით იმოძრაო, ამ ქაოსში საბოლოოდ დაიღლები.

თუმცა, ამ ვერსიაში ის განსხვავებაა, რომ ,,ქოცებმა,, დასვენება კი არ გადაწყვიტეს, არამედ დაღლილობისგან იმუნიტეტი დაუქვეითდათ და კორონა მართლა დაემართათ (ამ შემთხვევაშიც გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მათ).

მორალი:

ნუ დავღლით ერთმანეთს, ნუ გავავრცელებთ კორონას”, – წერს ხვიჩია სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები