შალვა პაპუაშვილი: კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოსაწერად პრინციპულად მზად ვიყავით
“ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ ჩვენს კომპრომისს მეორე მხარეს უკომპრომისობა ხვდება”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოსაწერად მმართველი გუნდი მზად იყო.
„ჩვენი მზაობა კომპრომისისთვის იმ დოკუმენტში ჩანს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა წარმოადგინა და რომლის ხელმოწერაზეც პრინციპულად მზად ვიყავით. იმ დოკუმენტს ვინც ჩახედავს და გაიაზრებს, მიხვდება, რომ ყველა პუნქტი იყო „ქართული ოცნების“ მიერ განსახორციელებელი საკითხი, მათ შორის, კომპრომისული საკითხები – მაგალითად, 20 ივნისთან დაკავშირებით ამნისტიის გამოცხადება. ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, მაგრამ ჩვენს კომპრომისს აქვს საზღვარი იქ, სადაც იწყება ჩვენი ოპონენტების უკომპრომისობა. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ ჩვენს კომპრომისს მეორე მხარეს უკომპრომისობა ხვდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.