სენაკში 450 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

სამართალდამცველებმა სენაკის რაიონის სოფელ ეკში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 450 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა უაქციზო საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო საქმის მასალები, სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები