ლევან იოსელიანი: სასამართლო ხვალ ნიკა მელიას ყოველგვარი გირაოს გარეშე თუ გაათავისუფლებს, სწორი იქნება

“სასამართლო ხვალ ნიკა მელიას ყოველგვარი გირაოსა და ზედმეტი მექანიზმების გარეშე თუ გაათავისუფლებს, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ პოლიტიკური კრიზისი ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე შესაძლებელია”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას ციხეში ყოფნა პოლიტიკური კრიზისის განტვირთვას ხელს უშლის.

„სასამართლო ხვალ ნიკა მელიას ყოველგვარი გირაოსა და ზედმეტი მექანიზმების გარეშე თუ გაათავისუფლებს, სწორი იქნება. ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური კრიზისის განტვირთვისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ პოლიტიკური კრიზისი ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე შესაძლებელია, რომ განიმუხტოს. ამიტომ, ნიკა მელიას ციხეში ყოფნა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ხელს უშლის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები