ამირან გამყრელიძე: დღეს ქვეყანაში 10 კლასტერია ჩამოყალიბებული და ყველა მათგანი ქორწილებიდან და ქელეხებიდან იღებს სათავეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კორონავირუსის 10 კლასტერია ჩამოყალიბებული.

„დღეს ქვეყანაში, სხვადასხვა რეგიონში 10 კლასტერია ჩამოყალიბებული და ყველა მათგანი ქორწილებიდან და ქელეხებიდან იღებს სათავეს. საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, რომ სოლიდარულები უნდა ვიყოთ და ამ ხნის განმავლობაში თავი შევიკავოთ მსგავსი შეკრებებისგან. ინფექცია სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში. გვინდა ისევ ის, რაც ნოემბერსა და დეკემბერში იყო? ვაქცინაცია უფრო ინტენსიური უნდა გახდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები