გია ვოლსკი: არც განმეორებითი, არც რიგგარეშე არჩევნების სურვილი ჩვენს ოპონენტებში არ იკითხება, რევოლუციური დესტაბილიზაციის სცენარი არის მთავარი და ამ სცენარს მიჰყვებიან

პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის სურვილია არა განმეორებითი ან რიგგარეშე არჩევნები, არამედ – რევოლუციური დესტაბილიზაციის სცენარი.

მისივე თქმით, მთავარი საზოგადეობის განწყობაა.

„საკითხი არ არსებობს, სადაც ლოგიკური, პოზიტიური პოზიცია არ გაგვაჩნდეს. მცირეოდენი შესწორებით ხუთივე პუნქტზე შეიძლება, ვიმუშაოთ და გვქონდეს შეთანხმება, თუ ამის სურვილი გაქვს. არანაირი არჩევნების, არც მორიგი, არც განმეორებითი და არც რიგგარეშე არჩევნების სურვილი ჩვენ ოპონენტებში არ იკითხება. რევოლუციური დესტაბილიზაციის სცენარი არის მთავარი და ამ სცენარს მიჰყვებიან. მთავარია საზოგადოების განწყობა და საზოგადოების განწყობა თუნდაც მათ მიერ სარწმუნოდ მიღებულ NDI-ის და IRI-ის კვლევებშიც ჩანს” , – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები