ალუდა ღუდუშაური: სიტუაციის განმუხტვის გასაღები როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც, თავად მელიას ხელშია

“სიტუაციის განმუხტვის გასაღები როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც, თავად მელიას ხელშია”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებას ობიექტურად მიიღებს.

,,ნიკა მელია ამბობს, რომ პატიმრობაში დატოვებენ, მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოუშვებენ, სჯობს, ჩამოყალიბდნენ. სასამართლო არის ობიექტური და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. სასამართლომ რომ გამოუშვას, ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება? სიტუაციის განმუხტვის გასაღები როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც თავად მელიას ხელშია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები