ბრიტანეთმა ბავშვებზე AstraZeneca-ს ვაქცინის ცდა შეაჩერა

ბრიტანეთმა ბავშვებზე AstraZeneca-ს ვაქცინის ცდები შეაჩერა, რადგან ქვეყნის მარეგულირებელი იკვლევს, უკავშირდება თუ 30 წლამდე პირებში თრომბოზის წარმოქმნა პრეპარატის შეყვანას.

როგორც BBC წერს, პროფესორმა ენდრიუ პოლარდმა განაცხადა, რომ ამ დრომდე ცდების დროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ წარმოქმნილა, თუმცა, მეცნიერები დამატებით ინფორმაციას ელოდებიან.

ბავშვებზე ვაქცინის კვლევა თებერვალში დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ კვლევის შეჩერება მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპის წამლების სააგენტოს მაღალჩინოსანმა თქვა, რომ თრომბოზის წარმოქმნასა და “ასტრაზენეკას” ვაქცინას შორის კავშირი არსებობს.

მანამდე, მარეგულირებელი ასეთ კავშირს უარყოფდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები