კრისტიან დანიელსონმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში მეორე მისიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს საქართველოში მეორე წარუმატებელი მისიის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა.
აღნიშნული ინფორმაცია „ქრონიკას“ ევროკომისიაში დაუდასტურეს.
„31 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კრისტიან დანიელსონის მეორე მისია პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა. არცერთი მხრიდან, მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან წარმოდგენილ წინადადებებზე კომპრომისზე წასვლის პოლიტიკური ნება არ იყო. ჩვენ რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ ქართველ პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული კომპრომისის პოვნა. ეს მოწოდება ძალაშია. კრისტიან დანიელსონმა მისი მეორე მისიის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს. ახლა შემდგომ ნაბიჯებზე შიდა მსჯელობა იქნება“, – აცხადებს ევროკომისიის სპიკერი, ნაბილა მასრალი.