თამარ გაბუნია: ღამით მოძრაობის შეზღუდვა ეპიდემიის მეტ-ნაკლებად კონტროლის საშუალებას გვაძლევს – ეპიდსიტუაცია სარისკოა

“ღამით მოძრაობის შეზღუდვა ეპიდემიის მეტ-ნაკლებად კონტროლის საშუალებას გვაძლევს, ეს ისედაც ძალაშია და ასეც უნდა დარჩეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ეპიდემიური სიტუაცია უკიდურესად სარისკოა.

„გააჩნია, სად იქნება ყველაზე მეტი ესკალაციის მიდგომები, თუ ესაა სოფლად, მაშინ სხვაგვარი მიდგომაა საჭირო, თუ ეს დიდ ქალაქშია, მაშინ სხვაგვარად უნდა მივუდგეთ. ყველაზე ეფექტური, რაც გვაძლევს ეპიდემიის მეტ-ნაკლებად კონტროლის საშუალებას, ღამით მოძრაობის შეზღუდვაა, ეს ისედაც ძალაშია და ასე უნდა დარჩეს. რაც შეეხება სოფლად, მოსახლეობის აქტიური ტესტირებაა ეფექტური გზა. დღეს ეპიდემიური სიტუაცია უკიდურესად სარისკოა, ამდენად, ღამით მოძრაობის შეზღუდვა ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია, რომელიც შემთხვევების უკონტროლო მაჩვენებლისა და მობილობის კონტროლის საშუალებას გვაძლევს. წმინდა ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ შეზღუდვის მოხსნა აბსოლუტურად გაუმართლებელია“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები