“დოკუმენტი, რომელსაც რამდენიმერაუნდიანი მოლაპარაკების პროცესში ასე შესციცინებდა წაშლილი ოპოზიცია, დღეს მათთვის ფარატინა ქაღალდად და კოჭლ დოკუმენტად იქცა” – თამთა მეგრელიშვილი

“ოპოზიციავ, თქვენ მიერ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი ისევ თქვენ მიერვე ხელოვნურად შექმნილ პოლიტპატიმრებზე არ გადის!”, – ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „პოლიტიკური“ პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნაზე პრეტენზიები არ განიხილება.

“ოპოზიციავ, თქვენ მიერ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი ისევ თქვენ მიერვე ხელოვნურად შექმნილ პოლიტპატიმრებზე არ გადის!

ცხადია, არ გეყოთ პოლიტიკური გამბედაობა და პასუხისმგებლობა, მედიაციის პროცესში კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტი ,,პოლიტიკური თვალით” შეგეფასებინათ, რადგან თქვენ მხოლოდ მამა- მარჩენალი მიშას თვალით ხედავთ და აფასებთ მოვლენებს.

დანიელსონის მიერ მხარეებისათვის მის მიერ წარდგენილი დოკუმენტის გასაჯაროებით ნათელი გახდა, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმის, ასევე, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების საკითხებზე ორივე მხარის მიერ პოზიციების შეჯერების მიუხედავად ოპოზიცია მაინც თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა და ამ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის პასუხისმგებლობას მხოლოდ მმართველი გუნდი იღებს.

„პოლიტიკური“ პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნაზე პრეტენზიები არ განიხილება!

კომპილაციური დოკუმენტი, რომელსაც რამდენიმერაუნდიანი მოლაპარაკების პროცესში ასე შესციცინებდა წაშლილი ოპოზიცია, დღეს მათთვის ფარატინა ქაღალდად და კოჭლ დოკუმენტად იქცა.

საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე თქვენი არჩევანი პოლიტიკური ,,მეძავეობა” და ორმაგი სტანდარტი დაგღუპავთ, მეგობრებო, დაგღუპავთ!”, – წერს მეგრელიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები