კრემლი: რუსეთი არცერთი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

“რუსეთი მსოფლიოს არცერთი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მათ შორის, არც უკრაინისთვის, მაგრამ ყურადღებით ეკიდება საკუთარ უსაფრთხოებას”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

ამის შესახებ მან როსტოვის ოლქში რუსეთის სამხედრო ნაწილების გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას თქვა.

“რუსეთი მსოფლიოს არცერთი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მათ შორის, არც უკრაინისთვის. მაგრამ ყოველთვის ყურადღებით ეკიდება საკუთარ უსაფრთხოებას”, – თქვა მან.

რაც შეეხება რუსული ჯარის გადაადგილებას, პესკოვის თქმით, არმია გადაადგილდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმ ფორმით, “როგორიც უნდა და როდესაც უნდა”.

“რუსეთის არმია საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილდება იმ მიმართულებით, რომელშიც საჭიროდ თვლის და იმ ფორმით, რომელსაც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიჩნევს საჭიროდ. აღნიშნული არავისში არ უნდა იწვევდეს შეშფოთებას”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები