ჩინეთში ბოლო ორი თვის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჩინეთში ერთ დღეში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

ინფორმაციას ქვეყნის ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.

ახალი შემთხვევებიდან 17 უცხო ქვეყნებიდან ჩასული ადამიანია, ხოლო 15 ინფიცირება ადგილობრივია, კერძოდ, იუნანის პროვინციის ქალაქ ჟუილიშია გამოვლენილი.

ამასთან, ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულია,

ქალაქ ჟუილის მთავრობამ მოსახლეობისთვის კარანტინი დააწესა, შეჩერებულია ზოგიერთი საწარმოს მუშაობა, საზღვრის კვეთაზე კონტროლი გამკაცრდა.

პანდემიის დაწყებიდან ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 90 305 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსს 4 636 ადამიანი ემსხვერპლა, 85 431 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები