ინდონეზიაში წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 55 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით მოქალაქე კი დაკარგულად ითვლება

ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 55 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც “სინჰუა” ქვეყნის სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, 40 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ასევე, სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიური უბედურების შედეგად ათობით საცხოვრებელი სახლია განადგურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები