კახა კალაძე: მინდა, ყველას, ვინც აღნიშნავს დღევანდელ დღეს მივულოცო სიცოცხლისა და განახლების დღესასწაული

თბილისის მერი, კახა კალაძე ყველას, ვინც დღეს მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავს.

“ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავს.

მინდა, ყველას, ვინც აღნიშნავს დღევანდელ დღეს – ჩემს ძვირფას თანამოქალაქეებს, ჩემს უცხოელ მეგობრებს მივულოცო სიცოცხლისა და განახლების დღესასწაული. გისურვებთ სიკეთეს, სიყვარულს, მშვიდობას და კეთილდღეობას!”,- წერს კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები