რუსული „სპუტნიკ-V“-ით ვაქცინირებულ არგენტინის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

არგენტინის პრეზიდენტს, ალბერტო ფერნანდესს, კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში, საკუთარი „Twitter“-ის გვერდზე დაწერა.

„მინდა გითხრათ, რომ 37,3 ტემპერატურისა და თავის ძლიერი ტკივილების შემდეგ, ანტიგენის ტესტი ჩავიტარე და პასუხი დადებითი აღმოჩნდა“,- წერს პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ იანვარში არგენტინის პრეზიდენტი რუსული ვაქცინით „სპუტნიკ-V“ აიცრა. პრეზიდენტის განმარტებით, PCR ტესტის პასუხი ჯერ უცნობია, მაგრამ ის უკვე თვითიზოლაციაში იმყოფება. ფერნანდესმა ყველა თავის ნაცნობს, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა, ტესტის ჩატარება სთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები