აშშ-ის კაპიტოლიუმის მიმდებარედ ქუჩები გადაიკეტა – ჩაკეტილია კონგრესის შენობაც

მერიკული მედიის ინფორმაციით, კაპიტოლიუმთან მყოფ პოლიციელებს ავტომანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც, ორი პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ შემთხვევის შემდეგ კაპიტოლიუმი ლოქდაუნის რეჟიმზე გადავიდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტომბოლის მძღოლს ხელში დანა ჰქონდა და ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა დაჭრეს. საავადმყოფოშია გადაყვანილი ეჭვმიტანილიც.

პოლიციამ კაპიტოლიუმის კომპლექსი და მისკენ მიმავალი გზები მაღალი საფრთხის გამო ჩაიკეტა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. რა გახდა ინციდენტის მიზეზი, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები