კიევში მამაკაცმა პირბადის გაკეთების მოთხოვნისთვის მაღაზიის დაცვას ესროლა

კიევში ძალოვანებმა მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ერთ-ერთი მაღაზიაში პირბადის გაკეთების მოთხოვნის სანაცვლოდ დაცვის თანამშრომელს ესროლა.

პოლიციაში აღნიშნავენ, რომ მამაკაცი მაღაზიაში პირბადის გარეშე შევიდა, მას დაცვა მიუახლოვდა და ნიღბის გაკეთება მოსთხოვა.

ამის შემდეგ მამაკაცმა “ამოიღო ნივთი, რომელიც ძალიან ჰგავდა პისტოლეტს და დაცვის მიმართულებით ორჯერ გაისროლა”.

მომხდარის შედეგად, დაცვის წევრმა თავისა და მუცლის არეში ჭრილობები მიიღო.

32 წლის მამაკაცი ადგილზე დააკავეს, მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები