“საჭიროა ევროპარლამენტარების გზავნილების სერიოზულად მიღება”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
„ევროპარლამენტის წევრების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ მინდა, ვთქვა, რომ არ შემიძლია, ვისაუბრო ევროპარლამენტის ან ინდივიდური წევრების სახელით.
უბრალოდ, მინდა ვთქვა – რა თქმა უნდა, ცხადი გზავნილები გამოდის და საგულისხმოა, რომ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლები, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს. უნდა ითქვას, რომ საჭიროა ამ გზავნილების სერიოზულად მიღება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ევროპარლამენტარები გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.