ქარი და წვიმა – როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 აპრილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ღამის საათებში მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.
,,ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 2-3 აპრილს +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსამდე დათბება.
თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,”- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.