სომხეთის პარლამენტმა არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას მხარი დაუჭირა
სომხეთის ეროვნულმა ასაბლეამ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.
ცვლილებები მომავალი არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. პროცედურულად, კანონის ამოქმედებამდე, მას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
აქამდე არჩევნები სომხეთში შერეული – პროპორციული და რეიტინგული სისტემით ტარდებოდა.
შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ფორმალურად 20 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდში გადადგება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად კი 20 ივნისი დაასახელა.