ბერლინში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა

ბერლინში ხვალიდან, საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს.

ამის შესახებ ბერლინის ბურგომისტრმა, მიხაელ მიულერმა განაცხადა.

“ვიცი, რომ ბევრისთვის ეს კიდევ ერთი შეზღუდვა იქნება, ისევ გახდება სერიოზული წინაღობა. მაგრამ მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ინფექცია პირდაპირი კონტაქტის დროს გადადის”, – თქვა მან.

მისივე თქმით, სააღდგომო დღეებში ბერლინელებს დღის საათებში შეკრების შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა, არაუმეტეს 5 ადამიანის.

მიულერის თქმით, 8 აპრილიდან ბერლინში საბავშვო ბაღებში ისევ იმოქმედებს განსაკუთრებული რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ყველასთვის არ იქნება ღია.

საუბარია იმაზე, რომ საბავშვო ბაღები იმ ბავშვებისთვის იმუშავებენ გახანგრძლივებულად, რომელთა მშობლები სოციალურად აუცილებელ შრომას ახორციელებენ, მაგალითად, მედიკოსები არიან, პოლიციელები, მეხანძრეები და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები