დავით ოქიტაშვილი: უმღერო ოკუპანტს, ეს არის აფხაზეთის გმირი ბიჭების საფლავებზე ცეკვა და სიმღერა

საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლას აფასებს.

მისი თქმით, მიუღებელია, ისეთი ადამიანის წვეულებაზე იმღერო, რომელიც აცხადებს, რომ აფხაზეთი და ოსეთი საქართველო არ არის.

“რასაკვირველია, ტურისტებიც უნდა ჩამოვიდნენ, მაგრამ არა ასეთი მარგინალური ფიგურები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო ვერასდროს დაიბრუნებს აფხაზეთსა და ოსეთს, რაზეც მე მათ მინდა, ვუთხრა, რომ აფხაზეთი და ოსეთი ყოველთვის იყო საქართველოს შემადგენლობაში და ყოველთთვის იქნება ჩვენი.

უმღერო ოკუპანტს, არის ძალიან ცუდი. მე არ ვიცი, იქ ვინ იყო და არც მინდა, ვიცოდე, რადგან შეიძლება, გული მეტკინოს,ლ იმიტომ, რომ ყველა ხელოვანმა ადამიანმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს არის, რომ აფხაზეთის გმირი ბიჭების საფლავებზე ცეკვავთ და მღერით”, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები