ამირან გამყრელიძე: გადაადგილების შეზღუდვაზე დროის გადაწევის საკითხს ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გავუწევთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვაზე დროის გადაწევის საკითხს ამ ეტაპისთვის ცენტრი რეკომენდაციას ვერ გაუწევს, ვინაიდან ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ტენდენციაა.
მისივე თქმით, მობილობის შემცირება პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღია.
„კომენდანტის საათის,, გადაწევას ამ ეტაპზე ჩვენი ცენტრი რეკომენდაციას ვერ გაუწევს, რადგან ეპიდვითარებას გაუარესების ტენდენცია აქვს. ,,კომენდანტის საათის,, შემთხვევაში მთავარი მიზანია მობილობის შემცირება, რაც არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ინფექციის გავრცელების შენელების. ვსაუბრობდით, რომ ჩვენ მარტის შუა რიცხვებში არსებულ ეპიდსიტუაციას თუ შევინარჩუნებდით, მაშინ საათის გადაწევა განიხილებოდა. მაგრამ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.