რეკომენდებულია თუ არა ასთმის მქონე ადამიანების ვაქცინაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანლის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მოქალაქეების ვაქცინაცია, რომლებსაც ასთმა აქვთ,   რეკომენდებულია.

მისი თქმით, ასეთი ადამიანები კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

„ასთმის მქონე ადამიანები მიეკუთვნებიან თვითონ კოვიდით დაავადების მაღალი რისკის ჯგუფს და, შესაბამისად, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთი პირველი უნდა აიცრას. ასევე, ის ადამიანებიც უნდა აიცრან, ვისაც მედიკამენტებზე, შრატებზე ჰქონიათ რეაქცია ან ანაფილაქსია”, – განაცხადა ზახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები