საფრანგეთში მესამე “ლოქდაუნი” გამოცხადდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის მასშტაბით ეპიდსაწინააღმდეგო შეზღუდვები გაამკაცრა.

 

მაკრონმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება დაახასიათა, როგორც “დელიკატური”, ასევე, თქვა, რომ აპრილი გადამწყვეტი იქნება.

 

“კონტროლს დავკარგავთ, თუ ახლა არ ვიმოქმედებთ”, – თქვა მან.

 

მისი გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 5 აპრილიდან სამი კვირით იხურება ყველა სკოლა.

 

ასევე, ქვეყნის 19 რეგიონში მარტში შემოღებული შეზღუდვები, რომლებიც შეეხება ცალკეული დაწესებულებების დახურვა, ქვეყნის სხვა რეგიონში ჩასვლის აკრძალვა – საერთოეროვნულ მასშტაბით გაფართოვდება.

 

“სხვებთან კონტაქტები უნდა შევზღუდოთ”, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ხალხს სააღდგომო “არდადაგები” მიეცემათ და მათ ექნებათ შესაძლებლობა, კარანტინის გასატარებლად ჩავიდნენ იქ, სადაც მოუნებათ.

 

ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც მოქმედებს 19:00 საათიდან, ხალხს კვლავ მოუწოდებენ, რომ გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

 

მაკრონის თქმით, “გვირაბის ბოლო სინათლე გამოჩნდა”, მაგრამ ხალხმა ახალ ზომებს პატივი უნდა სცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები