“სირცხვილია” დგას და საკუთარი დამფინანსებლის სასტუმროს ესვრის კვერცხებს, სადაც საკუთარი დამფინანსებლის სტუმრები არიან განთავსებული – ლევან ნიკოლეიშვილი 

“სირცხვილია” დგას და საკუთარი დამფინანსებლის სასტუმროს ესვრის კვერცხებს, სადაც საკუთარი დამფინანსებლის სტუმრები არიან განთავსებული – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, სასტუმრო “რუმსის” მფლობელი  “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულ ფრთას აფინანსებს.

“რამდენადაც ვიცი, ბიზნესმენი თემურ უგულავა, სასტუმრო “რუმსის” მფლობელი და დელეგაციის მასპინძელია, ის, იმავდროულად აფინანსებს ნაცმოძრაობის ახალგაზრდულ ფრთას “სირცხვილიას”. ალბათ უცნაურ ფსიქიურ აშლილობასთან გვაქვს საქმე, რადგან “სირცხვილია” ახლა დგას და საკუთარი დამფინანსებლის სასტუმროს ესვრის კვერცხებს, სადაც საკუთარი დამფინანსებლის სტუმრები არიან განთავსებულნი”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები