სალომე ზურაბიშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ რეფერენდუმის შედეგები და მის საფუძველზე აღდგენილი დამოუკიდებლობა ყველას გვავალდებულებს ამ მონაპოვრის დაცვას – მას გამყარება სჭირდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღესა და რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

პრეზიდენტი სიმბოლურ თარიღს ყველას ულოცავს.

“დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე და რეფერენდუმის დღეა!

ყველას გილოცავთ ამ სიმბოლურ თარიღს!

უნდა გვახსოვდეს, რომ რეფერენდუმის შედეგები და მის საფუძველზე აღდგენილი დამოუკიდებლობა ყველას გვავალდებულებს – გვევალება ამ მონაპოვარის დაცვა და მას გამყარება სჭირდება”, – ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები