ტანზანიის პრეზიდენტი, რომელიც ადგილობრივმა მედიამ გარდაცვლილად გამოაცხადა, ცოცხალია

ტანზანიური გაზეთის, Daily News-ის თანამშრომელთა ნაწილი სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მათ გამოაქვეყნეს ქვეყნის პრეზიდენტის გარდაცვალების სამძიმარი და მოქმედი პირველი პირის სახელი ჩაწერეს – სამი სულუხუ ხასანი, სინამდვილეში კი გარდაცვლილი იყო ჯონ მუგუფლუ.

როგორც გაზეთის მფლობელ კომპანია ​Tanzania Standard Newspapers-ში განაცხადეს, თანამშრომლები იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მათ სარეკლამო პუბლიკაციაში, რომელშიც ინაუგურაციასთან დაკავშირებით მილოცვა უნდა ყოფილიყო, შეცდომა “ვერ ნახეს და არ ჩაასწორეს”.

Tanzania Standard Newspapers-ის ხელმძღვანლობამ გაათავისუფლა სარეკლამო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – ანიტა შაიო, საკლიენტო მომსახურების ხელმძღვანელი – რაჯაბ ჯუმა მოჰამედი, ასევე, გაყიდვების შტატგარეშე თანამშრომელი – ლამეკ სემსონი.

ცნობისთვის, 30 მარტს გახდა ცნობილი, რომ ჯონ მუგუფლუს დაკრძალვაზე ჭყლეტას, სულ მცირე, 45 ადამიანი​ ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები