აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 2 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 2 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ  261 713  ინფიცირებულია.

კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ ერთ დღეში ვირუსს კიდევ 29 პაციენტი ემსხვერპლა, სულ  3 567 ლეტალური შემთხვევაა.

ამჟამად, მკურნალობას 20 021 პირი განაგრძობს, 238 125 გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ, რესპუბლიკაში ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, წერტილოვნად საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მუშაობა ჩერდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები