ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს

“უდიდესი დანაკლისი განიცადა საქართველომ – ჩვენ დაგვტოვა დიდმა მამულიშვილმა, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა გამორჩეულმა შემოქმედმა, ანზორ ერქომაიშვილმა”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.

“ანზორ ერქომაიშვილი ემსახურებოდა თითოეული ქართველისთვის ყველაზე ფასეულს – ჩვენს უნიკალურ კულტურას, ქართული პოლიფონიური მუსიკის გადარჩენის, აღდგენისა და მსოფლიოში ამ საგანძურის გატანის საქმეს. მე და ჩემმა ოჯახმა დავკარგეთ გულითადი მეგობარი, რომელიც ყოველთვის მაგალითი იყო ჩვენთვის, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას. ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს და ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მთელს საქართველოს”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები