რამინა ბერაძე: 30 წლის წინ, დღევანდელ დღეს საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობას

„30 წლის წინ, დღევანდელ დღეს საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. 30 წლის წინ ქართველმა ერმა რეფერენდუმით საბოლოოდ გამოხატა თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობის ნება და ამ მიზნით ერთი საინტერესო იდეის გარშემო გაერთიანდა. მას შემდეგ ჩვენი ქვეყანა შეუქცევად და დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას. მინდა, მივულოცო თითოეულ ქართველსა და  საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დღევანდელი დღე”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, რამინა ბერაძემ პარლამენტის პლენარულს სხდომაზე.

რამინა ბერაძემ მწუხარება გამოთქვა ქართული ფოლკლორის დიდი მოამაგის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო.

„განსაკუთრებით მძიმეა დღევანდელი დღე თითოეული ჩვენთაგანისათვის. განსაკუთრებით კი ჩემი კუთხე გლოვობს ბატონ ანზორ ერქომაიშვილს – დიდ ქართველს, მუსიკოსს, პოლიტიკოსს, ფოლკლორისტს, ხელოვნების მუშაკს, საგუნდო დირიჟორს, ხალხური სიმღერების შემკრებს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, თბილსის საპატიო მოქალაქეს, მრავალი წიგნის ავტორს და ანსამბლ „რუსთავის” დამფუძნებელს. ვუსამძიმრებ  საქართველოს თითოეულ  მოქალაქეს ამ დიდი ადამიანისა და მართლა ღირსეული ქართველის გარდაცვალებას”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, რამინა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები