“მედკაპიტალის” დირექტორი: მე და ჩემი კოლექტივი ექიმის გარდაცვალებას ვაქცინაციას ვერ ვუკავშირებთ

“ქალბატონი 16 მარტს აიცრა. მე და ჩემი კოლექტივი მის გარდაცვალებას ვაქცინაციას ვერ ვუკავშირებთ”, – ამის შესახებ კლინიკა „მედკაპიტალის“ დირექტორმა, ზაზა ჯაფარიძემ იმავე კლინიკის ექიმის გარდაცვალებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 16 რიცხვში აცრილი პაციენტი 26 რიცხვამდე სამსახურში დადიოდა.

“ქალბატონი 16 მარტს აიცრა. მე და ჩემი კოლექტივი მის გარდაცვალებას ვაქცინაციას ვერ ვუკავშირებთ. 16 რიცხვში აცრილი პაციენტი 26 რიცხვამდე სამსახურში დადიოდა. 26 მარტს გავიდა ბიულეტენში, შემდეგ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მოხვდა და გუშინ გარდაიცვალა“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება, პირველადი მოკვლევით, აცრას არ უკავშირდება. მინისტრის თქმით, ადგილზე რეგულირების სააგენტო იმყოფება და მოკვლევა მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები