“ვაქცინაციის ბრალი რომ ყოფილიყო, იმავე დღეებში უნდა გამოვლენილიყო” – გულიკო ჩაფიძე გარდაცვლილ ექიმზე

“უმძიმესი ავადმყოფი იყო. ვაქცინაცია გაუკეთებია 15-ში. ვაქცინაციის ბრალი ეს არ არის”, – ამის შესახებ ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის დირექტორი, გულიკო ჩაფიძე კლინიკა “მედკაპიტალის” ექიმის გარდაცვალებაზე საუბრობს.

კითხვაზე – უნდა გაკეთებულიყო თუ არა ვაქცინაცია ექიმზე, რომელსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა, ჩაფიძე პასუხობს, რომ აღნიშნულ საკითხზე ინფექციონისტებმა უნდა ისაუბრონ.

“გადმოვიდა ჩვენთან 29 მარტს, უმძიმესი თანდაყოლილი პათოლოგია ჰქონდა. გარდაიცვალა სუნთქვითი უკმარისობის დროს, უმძიმესი ავადმყოფი იყო. ფილტვების თანდაყოლილი ანომალია ჰქონდა. ფიბროზი ჰქონდა გამოხატული. ვაქცინაცია გაუკეთებია 15-ში, ასე რომ, ვაქცინაციის ბრალი ეს არ არის. ორი კვირის მერე იყო მოყვანილი. უნდა გაკეთებულიყო თუ არა ვაქცინაცია, ინფექციონისტებმა თქვან. ვაქცინაციის ბრალი რომ ყოფილიყო, ის იმავე დღეებში უნდა გამოვლენილიყო”, – განაცხადა გულიკო ჩაფიძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება, პირველადი მოკვლევით, აცრას არ უკავშირდება. მინისტრის თქმით, ადგილზე რეგულირების სააგენტო იმყოფება და მოკვლევა მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები