ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად განთავსების ობიექტებისთვის ტრენინგები დაიწყო

თბილისში მოქმედი 30 სასტუმროს წარმომადგენლისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტრენინგი გამართა.

ტრენინგი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის „შრომის უსაფრთხოებისა შრომითი ურთიერთობების პრევენციული ღონისძიებები Covid 19-ის პერიოდში” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად ჩატარდა. ტრენინგის მიზანია – სასტუმრო სფერო, სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი კოვიდ პერიოდში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი ურთიერთობების პრევენციული ღონისძიებების დაცვა ,შემდეგი მარეგულირებელი ნორმების მიხედვით: საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”, როგორც შრომითი უფლებების მარეგულირებელი ფუნდამენტური ნორმა; შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის მიმწოდებელი სფეროსთვის. „კოვიდ პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება ენიჭება შრომით უსაფრთხოებას. წელს კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ გადამზადების უსასყიდლო პროგრამებს”, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანლის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა.

გამოცხადებული რეგულაციების თანახმად, ტრენინგები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების კურსი განთავსების ობიექტების წარმომადგენელთათვის ონლაინ ფორმატში, 1-ელი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ჩატარდება. ონლაინ ტრენინგი სრულიად უსასყიდლოდ იმართება და, ჯამურად, კერძო სექტორის 600-ზე მეტი წარმომადგენელი გადამზადდება. ონლაინ ტრენინგის ხანგრძლივობა: 1.5 საათი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები