ამირან გამყრელიძე იმ ადგილებს ასახელებს, სადაც წერტილოვანი შეზღუდვები იგეგმება

“წერტილოვანი შეზღუდვები იგეგმება და ტარდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდვები იმ რეგიონებში დაწესდება, სადაც კორონავირუსის „კლასტერული შემთხვევები“ გამოვლინდა.

„გვაქვს შემთხვევები იმერეთში, ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებული სოფლების ჯგუფში, აჭარაში, „აჭარა ტექსტილში“, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს გვაქვს 88-მდე შემთხვევა. რა თქმა უნდა, იქ წერტილოვანი შეზღუდვები ყველგან იგეგმება და ტარდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები