ეკატერინე ტიკარაძე: „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება, პირველადი მოკვლევით, აცრას არ უკავშირდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება, პირველადი მოკვლევით, აცრას არ უკავშირდება.

მინისტრის თქმით, ადგილზე რეგულირების სააგენტო იმყოფება და მოკვლევა მიმდინარეობს.

,,რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა, პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის, ამ ეტაპზე, დადგენილი არ არის. სააგენტო არის ადგილზე და მიმდინარეობს მოკვლევა, მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

არსებული ინფორმაციით, „მედკაპიტალის“ ექიმმა ორი კვირის წინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები