საქართველოს რომელ რეგიონებშია ეპიდვითარება განსაკუთრებით საყურადღებო – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

საქართველოს რომელ რეგიონებშია ეპიდვითარება განსაკუთრებით საყურადღებო – ამის შესახებ განმარტება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

„დღევანდელი ეპიდმდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა, განსაკუთრებით – რამდენიმე რეგიონში: ეს არის გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი. ასევე, საყურადღებო არის თბილისიც.

მხოლოდ მოსახლეობის აქტიურობით ყველა ღონისძიების მიმართ და ყველა წესის დაცვით, მთავრობა შეძლებს, რომ დასძლიოს ეს კრიტიკული პერიოდი და შევძლებთ, თანაბრად გავიაროთ მესამე ტალღა და არ გვქონდეს ის მაღალი მაჩვენებლები, რაც ნოემბერსა და დეკემბერში გვქონდა. ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იქნება თანმიმდევრული და არ ვიქნებით არანაირი ჩაკეტვის მომხრე, ვინაიდან ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე აისახება“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები