ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს აქვს თვითმიზანი, მას ვერ არწმუნებს ვერც კონდოლიზა რაისი, ვერც შარლ მიშელი და ვერც ვერავინ

“როდესაც სააკაშვილს აქვს თვითმიზანი, რომ არ იყოს ხელმოწერილი შეთანხმება, იქ ვერც დანიელსონი გააკეთებს ვერაფერს და ვერც შარლ მიშელი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს უნდა, რომ დაანგრიოს ქართული დემოკრატია, მაგრამ ამის მაგივრად ანგრევს საკუთარ პარტიებს.

„ჩვენ ვიცით, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილს აქვს თვითმიზანი, მას ვერ არწმუნებს ვერც კონდოლიზა რაისი, ვერც შარლ მიშელი და ვერც ვერავინ. ის მიჰყვება თავის თვითმიზანს და ქვეყანას ანგრევს. ამ შემთხვევაში მას აღარ არ აქვს რესურსი იმის, რომ ქვეყანა დაანგრიოს და ის თავისი სიხისტითა და რადიკალიზმით ანგრევს საკუთარ პოლიტიკურ ბარიერს. ხედავთ რა დღეშია „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“ და ა.შ. ყველა სათითაოდ დაიშალა. სააკაშვილის უნდა, დაანგრიოს ქართული დემოკრატია, მაგრამ ამის მაგივრად ანგრევს საკუთარ პარტიებს“, – განაცხადა ირაკლიმ კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები