ირაკლი კობახიძე – რურუაზე: ვინც არ არის პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი – მარტივი აქსიომაა
“ვინც არ არის პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი – მარტივი აქსიომაა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გიორგი რურუაზე საუბრისას განუცხადა.
მისივე თქმით, თუ რურუა არალეგალურად აფინანსებდა პოლიტიკას, მაშინ ეს სხვა დანაშაულია.
„ვინც არ არის პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი – მარტივი აქსიომაა, აქ ხომ რაიმე რთულ თემებზე არ ვსაუბრობთ. თუ ის არალეგალურად აფინანსებდა პოლიტიკას, მაშინ ეს სხვა დანაშაულია და საუბარი ზედმეტია. „სირცხვილია“ პოლიტიკური ორგანიზაცია ყველამ იცის“, – განაცხადა კობახიძემ.