ირაკლი კობახიძე: რიგგარეშე არჩევნები და რურუას თემა – ოპოზიციის ეს ორი ულტიმატუმი გახდა მიზეზი იმისა, რომ დიალოგის გაგრძელებამ აზრი დაკარგა

,,ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლაპარაკებებზე შეუთანხმებლობა ოპოზიციის ულტიმატუმებმა გამოიწვია, რაზეც ხელისუფლებას ბოლომდე პრინციპული პოზიცია ჰქონდა.

,,კრისტიან დანიელსონმა საერთოდ არ შეიტანა პუნქტი არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ ბოლომდე ამასთან დაკავშირებით გვქონდა პრინციპული პოზიცია, აქედან გამომდინარე, ეს საკითხი დააყენა ოპოზიციამ ულტიმატუმად და მეორე ულტიმატუმი უკავშირდებოდა რურუას თემას. ეს ორი ულტიმატუმი გახდა მიზეზი იმისა, რომ დიალოგის გაგრძელებამ დაკარგა აზრი. ეს იყო აბსოლუტურად არაკონსტიტუციური”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც გუშინ შეთანხმების გარეშე დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები