ირაკლი ღარიბაშვილი: ყველას ვულოცავ საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ამ ეპოქალური მნიშვნელობის დღეს

საქართველოს პრემიერმინისტრი, საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმის 30 წლისთავს ეხმაურება. “31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. ზუსტად 30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გაიმართა რეფერენდუმი, რომელზეც ჩვენმა ხალხმა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ჩათვლით, ხმა მისცა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, აირჩია ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გზა. ამ დღეს უკავშირდება საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას სახელი, რომელიც დღეს 82 წლის გახდებოდა. მისი პიროვნული ღვაწლი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში განუზომელია. სწორედ ზვიად გამსახურდია იყო ამ ისტორიული დღის სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი. ყველას ვულოცავ საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ამ ეპოქალური მნიშვნელობის დღეს”, – წერს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები