მამუკა მდინარაძე: საქართველოში პირველი რეფერენდუმის ჩატარებიდან 30 წელი გავიდა – ამ რეფერენდუმმა აღადგინა საქართველოსთვის წართმეული დამოუკიდებლობა
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოში პირველი რეფერენდუმის ჩატარებიდან 30 წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ამ რეფერენდუმმა საქართველოსთვის წართმეული დამოუკიდებლობა აღადგინა.
“საქართველოში პირველი რეფერენდუმის ჩატარებიდან 30 წელი გავიდა და ეს დღე, როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი, ქვეყნის ისტორიაში შევიდა.
სწორედ ამ რეფერენდუმმა აღადგინა საქართველოსთვის წართმეული დამოუკიდებლობა.
რეფერენდუმის იდეა, ინიციატივა და ორგანიზება ეკუთვნოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელსაც დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა”, – წერს მდინარაძე.