ჯანმო: ეპიდემიის წარმოშობაში უხანის ბაზრის როლის შესახებ მყარი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის წარმოშობის თაობაზე მისი ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩინეთის ქალაქ უხანში ჩატარებული მოკვლევის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, „ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად ვირუსის გავრცელების თაობაზე ვერსია ძალიან ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევა“.

აქვე აღნიშნულია, რომ ეპიდემიოლოგების სამუშაო ჯგუფმა დაკვირვებით შეისწავლა კოვიდ-19 ადრეული შემთხვევების არსებობის შესაძლებლობები უხანსა და მის შემოგარენში და „არც ერთ ამ კვლევაში არ ჩანს COVID-19-ის გამომწვევი აგენტის გავლენა ავადობაზე კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე“.

აქვე ნაკლებად სარწმუნოდ არის მიჩნეული ვერსია, რომ ეპიდემიის პირველადი წყარო უხანის ბაზარი იყო.

„ამრიგად, მყარი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია უხანის ბაზრის როლის შესახებ ეპიდემიის წარმოშობაში, ან იმის თაობაზე, თუ როგორ მოხვდა ინფექცია ბაზარში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება ცხოველებიდან აღებული ვირუსის გენომურ მონაცემებს, კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსი აღმოჩნდა ღამურებსა და პანგოლინებში, რაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ეს ცხოველები შეიძლება იყვნენ იმ ვირუსის შემნახები, რაც იწვევს კოვიდ-19-ს. თუმცა ამ ჯიშებისგან ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არცერთი ვირუსი არ არის საკმარისად მსგავსი SARS-CoV-2- თან, რომ მისი უშუალო წარმომშობი გახდეს.

ამ დასკვნების გარდა, წაულებისა და კატების მაღალი მგრძნობელობა SARS-CoV2–ის მიმართ იმაზე მეტყველებს, რომ ცხოველთა დამატებითი სახეობები შეიძლება მოქმედებდნენ, როგორც ვირუსის პოტენციური შემნახი.

ჯგუფი ჩინეთში მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები